კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის" - მოვუწოდებთ შსს-ს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დროულად დაწყებისკენ

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დავითგარეჯში მომხდარი ფაქტი, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს მოიცავს.

კერძოდ, როგორც კოალიციაში აღნიშნავენ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დროულად დაიწყონ.

„დავით გარეჯში მომხდარი ფაქტი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს მოიცავს.

დღეს, 2021 წლის 04 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ისინი ადგილზე სიუჟეტის გადასაღებად იყვნენ. ჩვენი ინფორმაცით, ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. თუმცა ნაცემია „მთავარი არხის“ ოპერატორი და დამტვრეულია მისი კამერა. ამასთანავე ადგილობრივები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დროულად დაწყებას და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის აღკვეთისკენ მოუწოდებენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო