ირაკლი ქადაგიშვილი საგამოძიებო კომისიაზე - „ლელოს“ ეს გამოხტომა ახალი აცდენილობაა რეალობიდან - რამენაირად თავი გაიმართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე, რატომ მოაწერა ხელი

„ლელოს“ ეს გამოხტომა, არის ახალი აცდენილობა არსებული რეალობიდან,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივას, 20 ივნისის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

ქადაგიშვილის განმარტებით, „ლელო“ ამ ინიციატივით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თავის მართლებას ცდილობს.

„იმ შეთანხმებაში, რაც წერია ეტყობა არ წაუკითხავთ. ეს არის მთელი უბედურება. ისეთ ლაბირინთში შევიდნენ, უჭირთ გამოსვლა. ამნისტია, იმიტომ არის მოგონილი, რომ სასამართლო პროცესები გაჩერდეს. ვინ გამოიკვლიოს? ნიკა მელია, რომელიც ალბათ, ყველაზე მთავარი ფიგურანტია ამ საქმის. ეს აბსოლუტური უაზრობაა. ეს არის ურთიერთთავისმართლების პროცესი, რომ რამენაირად „ლელომ“ თავი გაიმართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე, რატომ მოაწერა ხელი. ამხელა ხალხი არიან და ასეთ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა