პაატა იმნაძე - თუ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ს ავცრით, მაშინ კოვიდს ჩარჩოებში მეტ-ნაკლებად მოვაქცევთ

თუ მოსახლეობის 60%-ს წლის ბოლომდე ავცრით, აი, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ კოვიდს ჩარჩოებში მეტ-ნაკლებად მოვაქცევთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც ვაქცინაციაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის ეპიდვითარება არ განმეორდეს, წესების მაქსიმალური დაცვაა საჭირო.

„ფიჩხი, რომელსაც შეიძლება ცეცხლი მოედოს და ინფექცია, სამწუხაროდ, ბევრია. ამას თუ დავამატებთ, რომ მოსახლეობის 60%-ს წლის ბოლომდე ავცრით, აი, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ კოვიდს ჩარჩოებში მეტ-ნაკლებად მოვაქცევთ.

დღეს, კი, შეიძლება ითქვას, რომ არ დავუბრუნდებით იმ ციფრებს, რომელიც გვქონდა ნოემბერ-დემეკებერში, მაგრამ ამას სჭირდება ერთი რამ, დაწესებული წესების მაქსიმალურად დაცვა“, - აცხადებს იმნაძე.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსზე ვაქცინაცია საყოველთაოა. როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფების განსაზღვრა საკომუნიკაციო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი იქნება.

„მოქალაქეებს, თუ სურვილი ექნებათ 18 წლიდან შეუძლიათ აიცრან „სინოფარმით“. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს და აიცრას.

ასევე, საქართველოს ყველა მოქალაქეს 55 წლიდან შეუძლია დარეგისტრირდეს და აიცრას „ასტრაზენეკათი“. დღეს ვაქცინაცია ქვეყანაში უკვე არის საყოველთაო.

ხელმძღვანელები და ლიდერები, როდესაც აიცრებიან, უფრო მეტ მაგალითს აძლევენ, მოსახლეობის აცრის საკომუნიკაციო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. ყველას შეუძლია აცრა, ჟურნალისტები არავის გამორჩენია“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა