ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით  აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 5 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გაიმართება.

ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლებს.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.

ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს