ნუგზარ წიკლაური - ხელისუფლება ცდილობს, ადამიანის ტანჯვით, რომელიც ციხეშია, ნიკა მელიამ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც მის პოლიტიკურ „რენომეს“ შელახავს

ხელისუფლება სულ მუდამ ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოსდა ნიკა მელიას ხელშია ის გასაღები, რომლითაც მასვე დაუკეტეს ციხის კარი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ნუგზარ წიკლაურმა განმარტა, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს ნიკა მელიამ, რომელიც მის პოლიტიკურ „რენომეს“ შელახავს.

„არავითარი ცვლილება ნიკა მელიას პოზიციაში არ არის. იცით, რომ არავითარი მოთხოვნა, არავითარი თანხმობა, პროკურატურას და სასამართლოს არ სჭირდება იმისთვის, რომ აღკვეთის ერთი ღონისძება შეცვალოს მეორე ღონისძიებით. ხელისუფლება სულ მუდამ ცდილობს, წარმოაჩინოს ისე თითქოსდა ნიკა მელიას ხელშია ის გასაღები, რომლითაც მასვე დაუკეტეს ციხის კარი ორიოდე თვის წინ. რეალურად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ასე არ არის. როდესაც ხელისუფლებას ჰქონდა შესაძლებლობა ა.წ. 13 აპრილს, ხელისუფლებამ მოითხოვა პატიმრობა ნიკა მელიასთვის, ამიტომ სრულიად ცხადია, როდესაც უნდა, მაშინ მიიღებს ივანიშვილის რეჟიმი ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება. ჩვენ კარგად გვახსოვს, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მისი დაჭერა. პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“. ახლაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისი გათავისუფლება. მეორე მხარე, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, აი ამ გაწელვით, ამ ადამიანის ტანჯვით, რომელიც ციხეშია როგორმე მოახერხოს, რომ რამე ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს ნიკა მელიამ, რომელიც მის პოლიტიკურ „რენომეს შელახავს“. ეს არის სისასტიკის თვალსაჩინო გამოხატულება. ცდილობენ, მან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მის რაღაც ზნეობრივ დისკრედიტაციას გამოიწვევს საზოგადოების თვალში“,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე თქმით, დათანხმების ფორმა ევროკავშირის გირაოზე არ არსებობს. როგორც წიკლაური აღნიშნავს, გირაო და სხვა ფორმებიც არის ბრალის აღიარება.

„აქ არის მარტივი სამართლებრივი პროცედურა, პროკურატურა უნდა შევიდეს სასამართლოში და თქვას, რომ ამ ადამიანის გაქცევის საფრთხე არ არსებობს, საზღვარგარეთ წასვლის საფრთხე არ არსებობს. რეალურად მას ტოვებენ ციხეში. ამბობენ, რომ ახლა ამნისტიის კანონის მიღებას ისე აპირებენ, თითქოსდა თუ მისი თანხმობა არ იქნება, მაინც ჩავტოვებთ ციხეში. ეს არის პირდაპირი დაშინება ადამიანის, რაღაცნაირად მისთვის ისეთი პირობების შექმნა საკანში, რომ მან იფიქროს, რომ შესაძლოა წლები მელოდება ამ ციხეში ყოფნის და გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც მის მორალურ დისკრედიტაციას გამოიწვევს. გირაო და სხვა ფორმებიც არის ბრალის აღიარება. მისგან ელოდებიან იმაზე თქვას უარი, რისი გულისთვისაც მან ეს ბრძოლა წამოიწყო.

ახლა ყველაფრით ცდილობს ხელისუფლება, რომ ნიკა მელიამ თქვას საპირისპირო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ამბობდა. ეს არის ყველაზე უფრო მეტად ცინიკური და აგრეთვე, ის რომ საერთოდ არ მალავენ თავიანთ განცხადებებში, რომ სწორედ ასე არიან მომართულები. აუცილებლად უნდა ითქვას იმაზეც, რომ ეს ვითარება, როდესაც ასე ცინიკური ქმედებები შეუძლია ხელისუფლებას შექმნა, იმ სამწუხარო სულსწრაფობამ და იმ მძიმე შეცდომამ, რომელიც დაუშვა, აგრეთვე იმ ოპოზიციამ, რომელიც შევიდა პარლამენტში“,- აღნიშნა წიკლაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა