ვახტანგ მეგრელიშვილი - სასაფლაოზე რომ ვიყავი, პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი სასაფლაოზე გასაგორებლად

ოდესმე შეიძლება კვლევა ჩავატაროთ და აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური მოქმედებებით უფრო მეტი ხალხი დავხოცეთ, ვიდრე კორონავირუსმა შეიწირა , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც თბილისის მერიის მიერ ხუთშაბათიდან ქუჩების მორეცხვის მასშტაბური სამუშაოების დაწყებას გამოეხმაურა.

ვახტანგ მეგრელიშვილმა აღდგომის პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან თავი უხერხულად იგრძნო, როდესაც პოლიციამ წაიღო მისი კვერცხი საფლავზე გადასაგორებლად.

„ჩვენი დასვენების დღეები წლებია გრძელდება, ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც გვაქვს. თუ მართლა სერიოზულად არ გადავწყვიტეთ რაღაც გავაკეთოთ, მიმართულება შევცვალოთ, ჩვენ ხომ ეკონომიკას ვეღარ ავამუშავებთ? საბოლოო ჯამში, ოდესმე შეიძლება კვლევა ჩავატაროთ და აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური მოქმედებებით უფრო მეტი ხალხი დავხოცეთ, ვიდრე კორონავირუსმა შეიწირა. ეს ხომ საზარელი ტრაგედია იქნება, იმ ადამიანებისთვის ვინც ეს გააკეთა, შემდეგ იმ ცხვრებისთვის, რომლებიც ამ სიგიჟეს ერთი წელი თავს უქნევდნენ. ხომ შეგვრცხვება?

ქუჩის მორეცხვა ამ სიტუაციაში, სადაც ვართ, სასაფლაოების შეზღუდვები... სასაფლაოზე რომ ვიყავი, პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი სასაფლაოზე გასაგორებლად. უხერხულად ვგრძნობდი, არც პროტესტის სურვილი მქონდა, არაფრის სურვილი არ მქონდა. მანქანიდან გადმოსვლის შემრცხვა. საკუთარ თავს ჩვენ თვითონ მოვუწყვეთ, როგორც მთავრობამ, ისევე ხალხმა მორჩილებით და უცოდინრობით“,- აცხადებს მეგრელიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო