ნინო წილოსანი - დოკუმენტის ხელმომწერი პოლიტიკური ლიდერების დიდ ნაწილს დაწერილიდან შინაარსის გამოტანა უჭირს ან ძალიან თავხედურად მანიპულირებენ

მე ვფიქრობ, ამ დოკუმენტის ხელმომწერი პოლიტიკური ლიდერების დიდ ნაწილს ან დაწერილიდან შინაარსის გამოტანა უჭირს, ან ძალიან თავხედურად მანიპულირებენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც წილოსანი განმარტავს, საგამოძიებო კომისიის შექმნა, პროცესს ხელახლა ატრიალებს.

„შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელსაც ჩვენი ყველა საერთაშორისო მნიშვნელოვანი, სერიოზული პარტნიორი დიდი ხანი მუშაობდა ჩვენთან ერთად და მთელი ეს პროცესი წარმატებულ შედეგამდე მიიყვანა, მკაფიოდ განსაზღვრავს ამნისტიის აუცილებლობას. ეს აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ დასრულდეს პოლიტიკური დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩა 19-21 ივნისის საკითხებზე. უნდა შეეხოს ყველა ბრალდებულს და მსჯავრდებულს, რომელიც ამ დღეების დანაშაულებთანაა დაკავშირებული. ამიტომ ნებისმიერი ინტერპრეტაციაა, რომ შეეხოს მხოლოდ ნიკა მელიას და გარკვეული უპირატესობა მიეცეს, ან არ შეეხოს ვიღაც სხვას, მეორე მხარეს. ორივე მხარეს არიან დაზარალებულები. იმისთვის, რომ გადაგვეზღვია კონვენციური მუხლების ამ ამნისტიაში მოხვედრა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყო, რომ განზრახ მძიმე დაზიანების შემთხვევაში პირს არ შეეხება ამნისტია. ამით გარკვეულწილად ის უხერხული მომენტი, რაც იყო ნამდვილად, (თითოეული დაზარალებულის მიმართ ძალიან დიდ მხარდაჭერას გამოვხატავ), გვინდოდა, რომ ამით თავიდან აგვეცილებინა.

საგამოძიებო კომისიის შექმნა ხელახლა ატრიალებს იმ პროცესს, რომელზე ფაქტიურად მთელი ეს პერიოდი გავიარეთ, ნამდვილად შევთანხმდით და ხელი მოაწერეს“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა