ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ - გვერდზე, დღეს, 10:00 საათის მდგომარეობით, 71 552 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს ჩამოთვლილი ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.
მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 67 070-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.
„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 30 796 ადამიანმა გამოთქვა. 14 136 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 8774-ს კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „სინოფრმით“ აცრას, მისი გაკეთების სურვილი 6270- მა ადამიანმა გამოთქვა, 5896 მოქალაქეს „ნოვოვაქსი“ აცრა სურს, 1074-ს კი „სინოვაკით“.
როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.