ვახტანგ გომელაური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე - როცა აშავებ, უნდა დაისაჯო კიდეც - კანონი მოქმედებს ყველაზე, მარტო აქტივისტებზე არ არის გათვლილი

ვფიქრობ, როცა აშავებ, უნდა დაისაჯო კიდეც, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი განმარტებით, კანონი სათანადოდ არ მუშაობდა, რაც ზოგიერთ ადამიანს ახალისებდა.

„იქედან გამომდინარე, რომ კანონი თითქმის არ მუშაობდა, ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ იყო, შსს-ში ვიმსჯელეთ. ადამიანი არღვევდა ვთქვათ 10-ჯერ ამ კანონს, 166-ე ან 173-ე მუხლს და ეს თემა შენიშვნით იფარგლებოდა. ეს ხშირად ხდებოდა და ახალისებდა ზოგ-ზოგიერთებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, როცა აშავებ, უნდა დაისაჯო კიდეც“,-განაცხადა გომელაურმა.

მან განმარტა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ აქტივისტებს არ ეხებათ.

„მარტო აქტივისტებზე არ არის გათვლილი, ეს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსია“, -განაცხადა გომელაურმა.

მან აღნიშნა, რომ კანონში შეტანილ ცვლილებებს რეპრესიულ ნაბიჯად არ მიიჩნევს.

„ხვალ მეც ვიქნები მოქალაქე, ჩემი შვილიც მოქალაქეა და ეს კანონი ყველაზე მოქმედებს. არა მარტო ოპოზიციაზე, როგორც საუბრობენ, არამედ ყველაზე იმოქმედებეს, მათ შორის ჩემს შვილზე და ყველაზე“,- განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა