ვახტანგ გომელაური - მედიაზე თავდასხმა მიუღებელია

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მედიაზე თავდასხმა მიუღებელია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა ასეთ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას ახდენს.

„პოლიტიკოსები იქნებიან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თუ სხვა, განსაკუთრებით მედიაზე თავდასხმა მიუღებელია, ძალიან ცუდია, ეს თუ ასეა. გეთანხმებით, იყო რამდენიმე შემთხვევა, ძალადობის ფაქტი და ეს ადამიანი დავაკავეთ. ალბათ, ვერც ერთ ფაქტზე ვერ მეტყვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება არ მოახდინა. სამწუხაროდ, ხდება ასეთი ფაქტები, რაც ცუდია“,-განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები, რომლებიც დავით-გარეჯში „მთავრი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და მას თავს დაესხნენ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. როგორც მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, საქმეში "აშკარად ეტყობოდა ვიღაცის ორკესტრირებული ხელი".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა