იაგო ხვიჩია - პირველად მესმის ასეთი ტიპის ამნისტია, სადაც ბრალდებულის ნებაზეა დამოკიდებული, დანაშაული დეკრიმინალიზდება თუ არა

პირველად მესმის ასეთი ტიპის ამნისტია, სადაც ბრალდებულის ნებაზეა დამოკიდებული, დანაშაული დეკრიმინალიზდება თუ არა - იმის მიუხედავად, ვის რა უნდა, ციხეში არ უნდა ჩავტოვოთ არავინ, ეს არის შეთანხმების სულისკვეთება,- ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ის იმ პროექტს დაუჭერს მხარს, რომელიც შეთანხმების სულისკვეთებასთან ახლოს იქნება. ხვიჩია აცხადებს, რომ მან როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის არგუმენტაცია უნდა მოისმინოს.

"თქვენ იცით, რომ კონტრაქტი ჩვენთვის წმინდაა და მისი შინაარსი ზუსტად გვინდა შევასრულოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ვემხრობი ნიკა მელიას გარეთ გამოშვებას, რადგან ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება, რომელიც ახლოს იქნება ამასთან, იმ კანონპროექტს დავუჭერ მხარს. ორივე პროექტს აქვს რაღაც პრობლემური ნაწილები, რომელიც მე არ მომწონს, თუმცა, ჩემი მიზანია ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდეს კანონპროექტზე და მას ჰქონდეს მრავალპარტიული მხარდაჭერა. ვაპირებ ხელისუფლებას და ოპოზიციას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ველაპარაკო და დავარწმუნო იმაში, რომ კონსენსუსი არის აუცილებელი. შესაბამისად, მე დავიჭერ მხარს კონსენსუსურ ვარიანტს. მგონია, რომ საბოლოო ვერსიამდე სულ სხვა შინაარსის იქნება ეს კანონპროექტი,"- განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, უმრავლესობის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი, 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა იმ პირის სისხისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს