არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას 17 მაისს უფლებამოსლების 3-თვიანი ვადა ეწურება

პარლამენტის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიები - კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია და 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისია არ მუშაობს. კომისიებს არც ერთი სხდომა არ გაუმართავს.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვის კომისია პარლამენტის დადგენილებით 1-ელ აპრილს შეიქმნა. რეგლამენტის მოთხოვნის გათვალისწინებით, აღნიშნული კომისია კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში განიხილავს პროექტთან დაკავშირებულ მასალებს და განხილვის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ შემაჯამებელ ოქმს ადგენს, თუმცა ერთი თვე ისე გავიდა, რომ საკონსტიტუციო კომისიას არც პირველი საორგანიზაციო შეკრება გაუმართავს და არც შეხვედრების გრაფიკი გამოუქვეყნებია.

17 მაისს უფლებამოსილების 3-თვიანი ვადა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას ეწურება, რომელსაც მუშაობა ამ დრომდე არ დაუწყია. პარლამენტმა 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება 17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღო და კომისიის უფლებამოსილების ვადად 3-თვე განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ არ შემდგარა პირველი საორგანიზაციო სხდომაც კი, რომელიც პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების წარდგენიდან არაუგვიანეს 3-დღისა იმართება. შესაბამისად, კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე, მდივანი და არა აქვს დებულება.

საპარლამენტო კომისიების მუშაობის ჩავარდნას მმართველ გუნდში იმ მიზეზით ხსნიან, რომ პარლამენტში ოპოზიციის შესვლასა და მუშაობის მათთან ერთად დაწყებას ელიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა