სოფლის განვითარების სააგენტო - კახეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას სადაზღვევო კომპანიები უმოკლეს ვადაში დაასრულებენ

სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები კახეთის რეგიონში სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან, რაც უმოკლეს ვადაში დასრულდება. პროცესში აქტიურად არის ჩართული სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახური. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს’ სოფლის განვითარების სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 29 და 30 აპრილს, ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებში შესულია 519 შეტყობინება. დაზიანებული ფართობი, დაახლოებით, 727 ჰექტარს შეადგენს. სადაზღვევო შეტყობინებები დაფიქსირდა ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებიდან.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის მონაცემებით, გაცემულია 17,881 პოლისი, დაზღვეულია 18,178 ჰა მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 161.9 მლნ. ლარს აღემატება. სულ სადაზღვეო პრემიამ შეადგინა 13.4 მლნ. ლარზე მეტი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 8.4 მლნ. ლარს აღემატება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა