შიდა ქართლის 5 სამედიცინო დაწესებულებაში “სინოფარმით" ვაქცინაციაზე 1326 პირია დარეგისტრირებული და 25 მაისამდე ყველა ადგილი დაჯავშნილია

შიდა ქართლში დილიდან ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ვაქცინაციის კაბინეტი რეგიონის 5 სამედიცინო დაწესებულებაში ფუნქციონირებს და სპეციალურ პორტალზე უკვე დარეგისტრირებულია 1326 მოქალაქე.

„გორმედში“ დღეიდან დაიწყო „სინოფარმით“ ვაქცინაცია, აქტივობა ძალიან მაღალია და იმედია, მოსახლეობა ამ მუხტს შეინარჩუნებს, - ამის შესახებ ,,გორმედის" ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.

„დღეიდან გორში დაიწყო „სინოფარმით“ ვაქცინაცია. პორტალი ამ დროისთვის გახსნილია 25 მაისამდე და ყველა დღე დაკავებულია, ანუ 5-დან 25 მაისის ჩათვლით, რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ყველა ადგილი შევსებულია. ეტაპობრივად კიდევ გაიხსნება პორტალი და იმედია, მოსახლეობა აქტიურობას შეინარჩუნებს.

„გორმედის" ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეში 45-დან 50-მდე პაციენტის ვაქცინაცია მოხდება, ამ ეტაპზე ვმუშაობთ ორი ბრიგადით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა გაიზარდა და საჭირო გახდება ბრიგადის დამატება, ამისთვის მზად ვართ. ასევე, ჩვენს ქსელში ვაქცინაცია ტარდება ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოშიც.

გარდა ამისა, „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრისთვის რეგისტრაციის შესაძლებლობაც მიეცემაც ხვალიდან პაციენტებს და დავიწყებთ მეორად აცრებსაც, კლინიკა სრულად მობილიზებულია“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.

გორში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია „გორმედსა" და თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ვაქცინაცია ტარდება ასევე კასპში ,,მედალფას" კლინიკაში, ქარელში ,,გორმედის" ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში და ხაშურში - შპს ,,ახალ კლინიკაში".

დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებებში, 5-დან 24 მაისის ჩათვლით, ,,სინოფარმით" ვაქცინაციაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია.

შეგახსენებთ, იმუნიზაციის საბჭოს 27 აპრილის გადაწყვეტილებით, COVID 19-ის წინააღმდეგ ,,სინოფარმით" აცრას 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც დაექვემდებარნენ.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია