მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ სატელეფონო მომსახურებაზე 4 თვეში გაწეული ხარჯი 61 066 ლარს შეადგენს

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა 4 წლის განმავლობაში სატელეფონო მომსახურებაზე 1 112 858.17 ლარი დახარჯეს. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომელმა კი 4 თვის განმავლობაში 61 066.09 ლარი.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით ირკვევა, ყველაზე მეტი თანხა დეპუტატებისა და პარლამენტის თანამშრომლების მიერ სატელეფონო მომსახურებაზე 2018 წელს დაიხარჯა, რამაც ჯამში - როგორც სტაციონარულ, ასევე ფიჭური კავშირგაბმულობისთვის 319 141,25 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2017 წლის ხარჯს, სატელეფონო მომსახურებისთვის 276 503,25 ლარს შეადგენს, 2019 წელს დეპუტატებმა 266 040,68 ლარი აითვისეს, 2020 წელს კი ბიუჯეტიდან სატელეფონო მომსახურებისთვის 251 172,99 ლარი დაიხარჯა.

„ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2021 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომელთა სატელეფონო მომსახურებაზე გაწეული ჯამური 4 თვის ხარჯი 61 066.09 ლარს შეადგენს. მათ შორის, დეპუტატებმა ფიჭური კავშირგაბმულობით ყველაზე მეტად დეკემბრის თვეში ისარგებლეს და ხარჯმა 8846.86 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა თვეებს, იანვარში ფიჭური კავშირგაბმულობისთვის 7 226.4 ლარი დაიხარჯა, სტაციონარული სატელეფონო მომსახურებისთვის კი 9 616.24. თებერვალში მობილური ტელეფონით საუბარი დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს 7 873,75 ლარი დაუჯდათ, სტაციონარული სატლეფონო მომსახურება კი 9 651,15. რაც შეეხება მარტის თვეს, პარლამენტის წევრებმა და თანამშრომლებმა ფიჭური კავშირგაბმულობისთვის 7 994,23 ლარი დახარჯეს, სტაციონარული სატელეფონო მომსახურებისთვის კი 9 721,87 ლარი.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტით ნებისმიერი ხარჯი თითოეული პარლამენტის წევრისთვის ან აპარატის თანამშრომლისთვის არ გამოიყოფა, არ არის პერსონიფიცირებული. საქართველოს პარლამენტში მისი სტრუქტურის გათვალისწინებით განისაზღვრება ყოველთვიური ან წლიური ლიმიტები და მის ფარგლებში ხორციელდება ხარჯის გაწევა“, - აცხადებენ პარლამენტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა