სერგო ჩიხლაძე - სანამ კორონავირუსს მხოლოდ ქუჩების მორეცხვით და „კომენდანტის საათით“ ვებრძვით, 2 ათასი შემთხვევაც იქნება და სამწუხაროდ, მეტიც

სანამ მხოლოდ ქუჩების მორეცხვით და „კომენდანტის საათით“ ვებრძვით კორონავირუსს, 2 ათასი შემთხვევაც იქნება და სამწუხაროდ, მეტიც, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პანდემიას ქვეყანა ვაქცინაციით უნდა ებრძოლოს, რომელიც ქვეყანას საკმარისი რაოდენობით არ აქვს. ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ეს არა პანდემიასთან ბრძოლა, არამედ „უუნარო მთავრობის გადაწყვეტილებებია“.

„ასეთი მართვის პირობებში, სამწუხაროდ, ინფიცირებულთა მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს. ისევ და ისევ ვებრძვით კორონავირუსს არა ვაქცინით და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებით, არამედ მთავრობა კორონავირუსს ებრძვის მხოლოდ შეზღუდვებით, „კომენდანტის საათით“, ტრანსპორტის გაჩერებით და ახლა დაემატა კიდევ „სასწაული“, ქუჩების მორეცხვა. სანამ მხოლოდ ქუჩების მორეცხვით და „კომენდანტის საათით“ ვებრვით კორონავირუსს, 2 ათასი შემთხვევაც იქნება და სამწუხაროდ, მეტიც. კორონავირუსს ვაქცინებით უნდა ვებრძოლოთ, სად არის ვაქცინა? წლის ბოლომდე 8 თვე არის დარჩენილი, 4 მილიონამდე ვაქცინაა შემოსატანი, 450-500 ათასი ვაქცინა უნდა შემოდიოდეს ყოველთვიურად, სად არის ეს ვაქცინები? სანამ ეს პროცესი არ აეწყობა, მანამდე ამ არასერიოზული ღონისძიებების ამარა ვიქნებით, რომ ქუჩებს მოვრეცხავთ, სიცხეს გავზომავთ და „კომენდანტის საათზე“ ადამიანს 2 ათასი ლარით დავაჯარიმებთ, ეს არ არის პანდემიასთან ბრძოლა, უუნარო მთავრობის გადაწყვეტილებებია. მეტის გაკეთება არ შეუძლიათ და ხელში გვაჩეჩებენ დამხმარე, დამატებით ზომებს, რომელსაც პანდემიასთან ბრძოლაში პირდაპირ და ეფექტურ იარაღად ვერ გამოვიყენებთ“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს