გია ვოლსკი მელიაზე - სასამართლოს ვერდიქტი არ არსებობს და წაყენებული ბრალდება ხვალ შეიძლება შეიცვალოს გარკვეული ბრალდებით, თუკი არ მივიღებთ ამნისტიის იმ ვერსიას, რომელსაც უმრავლესობა გვთავაზობს

დღეს წაყენებული ბრალდება შეიძლება შეიცვალოს ხვალ გარკვეული ბრალდებით, თუკი არ მივიღებთ ამნისტიის იმ ვერსიას, რომელსაც უმრავლესობა სთავაზობს პარლამენტს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ამნისტიის კანონპროექტზე და ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფორმულირება, რომ 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტირებული იყოს დანაშაული, რომელიც ჩადენილია ან შეიძლება მომავალში იყოს ამის თაობაზე წაყენებული ბრალი, არის "ის ფორმულირება, რომელსაც ითვალისწინებს ხვალინდელი საქართველოსთვის გადადგმული ნაბიჯი და არა ის, რასაც ოპონენტების ჯგუფი სთავაზობს".

"მელია ლიდერი იყო იმ შეტევის სახელმწიფო სტრუქტურაზე - პარლამენტზე და მისი მოქმედებები არ იყო სპონტანური, ემოციით განპირობებული, კონკრეტული მიზანი ჰქონდა და ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. თუმცა, ამ თემასთან დაკავშირებით სასამართლოს ვერდიქტი არ არსებობს და დღეს წაყენებული ბრალდება შეიძლება შეიცვალოს ხვალ გარკვეული ბრალდებით, თუკი არ მივიღებთ ამნისტიის იმ ვერსიას, რომელსაც უმრავლესობა სთავაზობს პარლამენტს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" და ნიკა მელიას გირაოს თემაც დილემად ექცათ და მათ სურთ, მელია "პოლიტიკური ძლევამოსილების შარავანდედით" გამოვიდეს ციხიდან.

"გირაოს თემა დილემად ექცა „ნაცმოძრაობას“ და მელიას. ჯერ ამბობდნენ, რომ კატეგორიულად მიუღებელია, ვინმემ ოდესმე გადაიხადოს გირაო და ამაზე არ ჰქონდეს მელიას თანხმობა, ახლა შეცვალეს პოლიტიკა და ისე წარმოუდგენიათ ვითარება, რომ მელიას პოლიტიკური სიდიადის წინაშე ქედმოხრილი პროკურატურა დგამს გარკვეულ ნაბიჯებს, აღებს კარებს და მელია, რომელმაც არ იცის რაშია საქმე, არც გირაოს გადახდა უნდა, მაგრამ ამავე დროს უნდა, თუმცა, ისე რომ მან არ იცოდეს, გამოდის გარეთ და პოლიტიკური ძლევამოსილების შარავანდედით უერთდება ამ დესტრუქციულ სტრატეგიას, ეს არის სურათი, რომელიც უნდათ, რომ დახატონ, რეალურად ვითარება სხვაგვარია. ყველა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯი ერთმანეთისკენ და კომპრომისი უნდა დაუშვან,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო