თამარ გაბუნია - „სინოფარმის“ შემთხვევაში გვერდითი რეაქცია გუშინ არ გამოვლენილა

„სინოფარმის“ შემთხვევაში გვერდითი რეაქცია გუშინ არ გამოვლენილა, უნდა დავიცადოთ. თუ იქნა რაიმე რეაქციები, სტატისტიკას ვაწარმოებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „სინოფარმს“ წინასწარი მონაცემებით, ძალიან დაბალი ალბათობა აქვს, რომ გვერდითი რეაქციები გამოიწვიოს.

„სინოფარმს“ წინასწარი მონაცემებით, ძალიან დაბალი ალბათობა აქვს, რომ გვერდითი რეაქციები გამოიწვიოს. მცირე ტემპერატურის მომატება და ზოგადი სისუსტე ზოგადი რეაქციაა, რომელიც შესაძლებელია, ნებისმიერ ვაქცინაზე დაფიქსირდეს, თუმცა ესეც „სინოფარმის“ შემთხვევაში შედარებით ნაკლებია.

გუშინ მსგავსი რეაქციები არ გამოვლენილა, ყოველ შემთხვევაში უნდა დავიცადოთ. თუ იქნა რაიმე რეაქციები, რა თქმა უნდა, ამის შესახებ სტატისტიკას ვაწარმოებთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, ჩინური ვაქცინით - „სინოფარმით“ იმუნიზაციის პირველ დღეს, 4 მაისს, 793 ადამიანი აიცრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს