თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეული სტიმულების დაწესება-შემოღებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყება, რაც ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია იქნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეული სტიმულების დაწესება/შემოღებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყება, რაც ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია იქნება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაცია მთავარი იარაღია იმისთვის, რომ ეპიდემია დამარცხდეს.

„პოზიტიური ქცევის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეული სტიმულების დაწესება და შემოღება სრულად ვაქცინირებული პირებისთვის განიხილება. ეს შეიძლება იყოს შეზღუდვებისგან გათავისუფლება, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, მაგრამ ჯერჯერობით, კონკრეტული პაკეტი მზადდება და ამაზე ნაადრევია საუბარი. არის ასევე საუბარი ბიზნესის წახალისებაზე, რომ მათ შექმნან ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემო. მთავარი აქცენტი გადავა იმაზე, რომ მომხმარებელმა იცოდეს, კონკრეტული სასტუმრო ან რესტორანი არის დაკომპლექტებული ვაქცინირებული პირებით და იქ არის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემო, მას მიენიჭოს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო სერტიფიკატი ან მსგავსი თვალსაჩინო ნიშანი. ჯერ ცოტა ადრეა, რადგან ჩვენ ვაქცინაციით მოსახლეობის მეტად ფართო მოცვა გვჭირდება, რათა ყველას ჰქონდეს არჩევანი და მარტივად ჩაიტაროს ვაქცინაცია. ალბათ, ეს უფრო ივლისის თვისკენ იქნება შესაძლებელი, როცა ჩვენ მოსახლეობის უფრო ფართო მოცვაზე გადავალთ. ასე რომ, როცა ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია დაიწყება, სტიმულებზე უფრო აქტიურად ვისაუბრებთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო