თამარ გაბუნია - როგორც კი „სინოფარმით“ ვაქცინაცია დასასრულს მიუახლოვდება, შეიძლება „სინოვაკით“ ადრეული ვაქცინაციის დაწყების საკითხი დადგეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შესაძლოა „სინოვაკით“ ვაქცინაცია ჯანმო-ს ავტორიზაციის მიღებამდე დაიწყონ.

როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ ვადებზე, რა ვადა დასჭირდება ჯანმო-ს „სინოვაკის“ ავტორიზაციისათვის, თუმცა შესაძლოა, მოხდეს დამატებითი მექანიზმის შემოტანა იმისათვის, რომ „სინოვაკის“ გამოყენებაც დროულად შევძლოთ.

,,სინოვაკთან“ მიმართებაში გვქონდა შეთანხმება მის მომწოდებლებთან და ექსპერტების ჯგუფებთან, რომ ჯანმო-ს ავტორიზაცია იქნებოდა ჩვენთვის გამშვები მექანიზმი “სინოვაკთან” მიმართებაში. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ ვადებზე, რა ვადა დასჭირდება ჯანმო-ს „სინოვაკის“ ავტორიზაციისათვის. შესაძლოა, ჩვენ მოგვიხდეს ამ გადაწყვეტილების რევიზია და დამატებითი მექანიზმის შემოტანა იმისათვის, რომ „სინოვაკის“ გამოყენებაც დროულად შევძლოთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა დადებითი შუალედური დასკვნა და მონაცემები ცალსახად მიუთითებს მის სარგებელზე, ამდენად, მიმდინარე ეპიდემიური რისკებიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციით მოცვა იყოს სწრაფი და ფართო. მომდევნო დღეებში ვაქცინაციის საბჭო ისევ დაუბრუნდება „სინოვაკის“ საკითხს და როგორც კი „სინოფარმით“ ვაქცინაცია დასასრულს მიუახლოვდება, შეიძლება დადგეს „სინოვაკით“ ადრეული ვაქცინაციის დაწყების საკითხი. ჯანმო მიმდინარე პერიოდში აქტიურად განიხილავს ორივე ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს და შესაძლოა ამანაც მოუსწროს “სინოვაკს”, ვიდრე მას გამოვიყენებთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო