პაატა იმნაძე - მაისის პირველი ნახევარი თუ განვვლეთ ისე, რომ შემთხვევების კატასტროფული მატება არ იქნება, იმედი გვაქვს, ზაფხულში ავადობის მეტ-ნაკლებად ნორმალური რიცხვებით შევალთ

მაისის პირველი ნახევარი თუ განვვლეთ ისე, რომ შემთხვევების კატასტროფული მატება არ იქნება, იმედი გვაქვს, ზაფხულში ავადობის მეტ-ნაკლებად ნორმალური რიცხვებით შევალთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, სამწუხარო რეალობაა, რომ შემთხვევების მატება გრძელდება.

„შემთხვევები 1 000-ზე ნაკლები იყო, მაგრამ ის რომ ყოველდღიური მაჩვენებელი საშუალოდ 1 500 არის ძალიან დამაფიქრებელია. ერთი გზა იმისა, რომ თავი დავიცვათ არის პირბადე, დისტანცია, თავყრილობების არიდება და შემდეგ კი, ვაქცინაცია. ვხედავთ, რომ ადამიანები, საბედნიეროდ, აქტიურად იცრებიან. ამ ეტაპზე მთავარია ის, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, განსაკუთრებით რისკის მქონე ადამიანები მით უკეთესია იმისთვის, რომ ჩვენ სიცოცხლე გადავარჩინოთ. დღეს ეს არის მთავარი“, - განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება იმ შეზღუდვებს, რომელიც ვირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედებს, პაატა იმნაძე განმარტავს, რომ შეზღუდვები სიტუაციის ადეკვატურია.

„ეს მოსალოდნელი იყო და ამიტომაც კიდევ დაემატა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები. მაისის პირველი ნახევარი თუ განვვლეთ ისე, რომ შემთხვევების კატასტროფული მატება არ იქნება, იმედი გვაქვს, ზაფხულში ავადობის მეტნაკლებად ნორმალური რიცხვებით შევალთ“, - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში, ვირუსით ინფიცირების 2 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა