მედეა ჯანიაშვილი - ჩვენი მთავარი მიზანია, ტურიზმი აღდგეს თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯებით

ჩვენი მთავარი მიზანია, ტურიზმი აღდგეს ძალიან თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯებით იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შევძლოთ ნაკადის მიღება და შენარჩუნება ,- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ყველა აქტივობის განხორციელებისთვის უპირობა წინაპირობა ვაქცინაციაა.

„ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად აღვადგინოთ ტურიზმის სექტორი. ნებაყოფლობითი ვაქცინაცია და ტურისტული სექტორის პრიორიტეტულ ჯგუფად გამოცხადება არის ამ ყოველივეს წინაპირობა. შესაბამისად, ჩვენ დღეს განვიხილავთ პროცესს, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კორდინაციის საკითხს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად და გაორმაგებულად მოხდეს სექტორში დასაქმებულთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, რაც ერთი მხრივ, საშუალებას მოგვცემს საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება გავაკეთოთ უსაფრთხო მოგზაურობის. ასევე იმ ობიექტებს ხელი შევუწყოთ, რომ რეკლამა გაუკეთონ თავიანთ ობიექტებს, როგორც უსაფრთხო ტურიზმის ობიექტს. უშუალოდ ამ კომპანიების სია დაინტეგრირდება ჩვენს ტურისტულ ვებ-პლატფორმაზე, ყველა სოციალურ ქსელში, მათ შორის მარკეტინგულ აქტივობაში, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე ვახორციელებთ, ამ სიის გაზიარება მოხდება დაინტერესებული პირებისთვის.

ჩვენი მთავარი მიზანია, ტურიზმი აღდგეს ძალიან თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯებით იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შევძლოთ ნაკადის მიღება და შენარჩუნება. შესაბამისად, ვაქცინაცია არის ყველა იმ აქტივობის უპირობა წინაპირობა, რომელიც ამ მიმართულებით განხორციელდება, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად აღდგეს სექტორი ქვეყანაში“,-განაცხადა ჯანიაშვილმა.

რაც შეეხება მარკეტინგულ აქტოვობებს, როგორს ის აღნიშნავს, იმ პროდუქტების პოპულარიზაციაზე დაიწყება მუშაობა, რაც პოსტ კოვიდურ პერიოდში მნიშვნელოვანი და მიმზიდველია საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

„ტურიზს წელს გარკვეული შეზღუდვების გამო, ძალიან შეზღუდული ბიუჯეტი აქვს წინა წლებთან მიმართებით, თუმცა ვგეგმავთ, რომ კონკრეტული და ფოკუსირებული კამპანიები გავაკეთოთ. იგულისხმება ის, რომ ქვეყნის, როგორც უსაფრთხო დასვენების პოზიციონირება მოვახდინოთ და მეორე მხრივ, უშუალოდ იმ პროდუქტების პოპულარიზაციაზე ვიმუშავოთ, რაც პოსტ კოვიდურ პერიოდში მნიშვნელოვანი და მიმზიდველია ჩვენი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის“,-განაცხადა ჯანიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა