„ბილაინი“ - მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ უცხო ენა ნახევარ წელიწადში მხოლოდ 50 ლარად ისწავლონ

საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, „ბილაინი“ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს უცხო ენების შესწავლის საერთაშორისო პლატფორმა Busuu-ს პრემიუმ პაკეტი შეიძინონ განსაკუთრებულ ფასად,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ბილაინიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, მხოლოდ „ბილაინის“ აბონენტებს შეუძლიათ მიიღონ 6-თვიანი წვდომა პრემიუმ პაკეტზე ჯამში 50₾ -ად, ნაცვლად 250₾ -ისა.

"Busuu-ს მეშვეობით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ 12 ენიდან ნებისმიერი, კომპლექსური მეთოდის გამოყენებით ისწავლონ.

პრემიუმ პაკეტზე წვდომისთვის:

  • მომხმარებელი გადადის ბმულზე: http://bit.ly/BUSUU-PROMO; გადის ვერიფიკაციას მობილურის ნომრით, რის შემდეგაც SMS-ის მეშვეობით იღებს პრომო კოდს;
  • შემდეგ, გადის რეგისტრაციას Busuu-ს ვებგვერდზე და ანგარიშის მენიუში, ველში „Redeem a voucher” შეყავს მიღებული კოდი;
  • მომხმარებელს უაქტიურდება პრემიუმპაკეტი 6 თვით;
  • მომსახურების აქტივაციის რაოდენობა ბილაინის აბონენტებისთვის შეუზღუდავია.

Busuu უცხო ენების შესწავლის პოპულარული და ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვედის, ასევე iOS და ანდროიდის აპლიკაციების მეშვეობით და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ისწავლოს უცხო ენა იმ ადამიანთან ურთიერთობით, ვინც მოცემულ ენას ბუნებრივად ფლობს. Busuu-ზე ხელმისაწვომია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული 12 ენა, მათ შორის: ინგლისური, ესპანური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ჩინური, თურქული და სხვა. პლატფორმა სადღეისოდ 100 მილიონ მომხმარებელს ითვლის.

Busuu-სთან თანამშრომლობა „ბილაინის“ ციფრული მიმართულების სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა მომხმარებელს წვდომა მისცეს მსოფლიოში წამყვან საგანმანათლებლო, გასართობ თუ სპორტულ პლატფორმებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა