ლერი ბარნაბიშვილი - სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, დასავლეთ საქართველოზე გათვალისწინებულია 160 მილიონი ლარი

სახელმწიფო პროგრამის "განახლებული რეგიონები” ფარგლებში დასავლეთ საქართველოში ჯამში გათვალისწინებულია 160 მილიონი ლარი. ეს არის პირველი ეტაპი, არ არის საბოლოო და გადაწყვეტილი თანხა, შესაძლებელია თანხის გაზრდა და კორექტირება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა ქუთაისში, სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის პირველი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით და მისი საბოლოო მიზანი ეკონომიურად ძლიერი და თანამედროვე ტიპის რეგიონალური ინფრასტრუქტურის შექმნაა.

„მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაანონსდა და დაიწყო ახალი სახელმწიფო პროგრამა “განახლებული რეგიონები”. აღნიშნული პროგრამა უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით, ვინაიდან ამ პროგრამის ფარგლებში ჯამში დაიხარჯება 500 მილიონი ლარი. ასევე უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, ვინაიდან ეს არ არის ერთჯერადი პროექტი და პროგრამა, არამედ გათვლილია გეგმაზომიერად წლების განმავლობაში და მისი საბოლოო მიზანი არის ეკონომიურად ძლიერი და თანამედროვე ტიპის რეგიონალური ინფრასტრუქტურის შექმნა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად დღეს იმერეთის რეგიონში ჩატარდა სპეციალურად შექმნილი კომისიის პირველი სხდომა, რომელზეც თორმეტივე მუნიციპალიტეტი წარმოადგენს თავის წინადადებებს, ლოკაციებს, სადაც სურთ მათ კონკრეტული განახლების და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. კომისიას დაწყებული აქვს მუშაობა, განხილულ იქნა რამდენიმე პროექტი. მინდა გითხრათ, რომ მოწონებულ იქნა უკვე რამდენიმე ლოკაცია და დღეს თორმეტივე მუნიციპალიტეტის წარმოდგენილ პროექტებზე მიეცემა თანხმობა, შეფასდება და უმოკლეს ვადებში დაიგეგმება მათზე სამუშაოების დაწყება. დასავლეთ საქართველოში ჯამში გათვალისწინებულია 160 მილიონი ლარი. ეს არის პირველი ეტაპი, არ არის საბოლოო და გადაწყვეტილი თანხა, შესაძლებელია თანხის გაზრდა და კორექტირება. ანუ, არ არის შეზღუდვა. პროექტების მიხედვით იქნება გათვალისწინებული მათზე თანხის გამოყოფა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტების შესწავლა და დასრულების შემდეგ ქუთაისის მერი ან გუბერნატორი მოგახსენებთ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ“, - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება