შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წევრების ნაწილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს ხვდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში, ამ წუთებში, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წევრების ნაწილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს ხვდება.

როგორც გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე ინფორმაციების გაცვლა მოხდება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განმარტებით, ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ დგამს იმისთვის, რომ ზაზა გახელაძეს დაეხმარონ. ისინი ოჯახისგან შეფასებებს მოისმენენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები განახორციელა ხელისუფლებამ და რა მოქმედებებია მომავალში საჭირო.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა