სალომე სამადაშვილი არ გამორიცხავს, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად ოპოზიციამ საერთაშორისო თანამეგობრობა გაააქტიუროს და  ამისთვის საპარლამენტო ფორუმიც გამოიყენოს

პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახისგან მოისმენენ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ და რას პირდებოდა მათ.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ოჯახისგან შეფასებების მოსმენის შემდეგ დაგეგმავენ ნაბიჯებს, თუ როგორ შეიძლება ზაზა გახელაძის გათავისუფლება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" არანაირ ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ პრეზიდენტის მიშელის გეგმის განხორციელება ფაქტიურად ჩიხში შეიყვანოს და პოლიტპატიმრობაში დატოვოს ნიკა მელია, ამის პარალელურად ჩვენი თანამოქალაქე უკანონო ტყვეობაში რჩება. უკვე მრავალი კვირაა საქართველოს ხელისუფლება ქმედითს არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაეხმაროს ამ ადამიანს. ამიტომ დღეს, პირველ რიგში, გვინდა შევხდეთ ოჯახს, მოვისმინოთ მათგან შეფასებები - რა კონკრეტული ნაბიჯები განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ გასული კვირეების მანძილზე, რას პირდება ან რას ვერ პირდება, ან საერთოდ ესაუბრება თუ არა შესაბამისად ოჯახს. ამის შემდეგ ჩვენ უკვე დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს. რა შეიძლება იყოს ეს ნაბიჯები - ეს არის როგორც ერთის მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება, ასევე საპარლამენტო ფორუმის გამოყენება იმისთვის, რომ ამ ადამიანის ბედი, რომელიც ბედის ანაბარად არის მიტოვებული საზოგადოების საერთაშორისო თანამეგობრობის და ხელისუფლების ყურადღების ცენტრში მოვაქციოთ და მივაღწიოთ ტყვეობიდან მის დროულ გათავისუფლებას " , - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში "სტრატეგია აღმაშენებლის” ოფისში, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წევრების ნაწილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს ხვდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს