გიორგი ვაშაძე - საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პირველი ფუნდამენტური შეხვედრა 10 მაისს გაიმართება - გვსურს მომზადებული ვიყოთ და შატალოზე სიარულის უფლება არ მივცეთ "ქართულ ოცნებას“

10 მაისს იქნება პირველი ფუნდამენტური შეხვედრა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით - ცვლილებებს ვახორციელებთ იმისთვის, რომ მომზადებული ვიყოთ და შატალოზე სიარულის უფლება არ მივცეთ "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში უამრავი ცვლილებაა გასატარებელი.

"მე ერთი რამის პირობას გაძლევთ, ნიკა მელია იქნება თავისუფალი და ამნისტიის კანონი იქნება ისეთი, რომელიც ვერ შეეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს. დამერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ გვაქვს შარლ მიშელის დოკუმენტი. 10 მაისს იქნება პირველი ფუნდამენტური შეხვედრა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით იმიტომ, რომ კონსტიტუციიდან დაწყებული უამრავი ცვლილება გვაქვს გასატარებელი. როგორც იქნა დიდი წვალების შემდეგ პასუხი მივიღე დღეს "ქართული ოცნებისგან", რომ 10-ში ეს შეხვედრა ჩატარდება. იურისტებთან ერთად უამრავ საკანონმდებლო აქტს ვწერთ და ცვლილებებს ვამობილიზებთ იმისთვის, რომ მომზადებული ვიყოთ და შატალოზე სიარულის უფლება არ მივცეთ "ქართულ ოცნებას", - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა