სალომე სამადაშვილი - გარეჯის საქმეზე  საგამოძიებო კომისიის შექმნას ვაპირებთ, ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებ, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას უფლებები დავიცვა

გარეჯის საქმეზე აუცილებლად ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ვაპირებ ყველა საპარლამენტო ბერკეტი გამოვიყენო, მათ შორის საკომიტეტო მოსმენები, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უფლებები დავიცვათ, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილი ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანიის მსხვერპლია.

“ივერი მელაშვილი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანიის მსხვერპლია. მინდა განსაკუთრებით გამოვეხმაურო გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც გამოაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც სრულიად უდანაშაულოა, თურმე მას საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე გამოჩენა უნდა მოერიდოს. ამას არავინ არ მოითმენს! აუცილებლად ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ვაპირებ, გარეჯის საქმეზე ყველა საპარლამენტო ბერკეტი გამოვიყენო, მათ შორის საკომიტეტო მოსმენები, იმისთვის რომ დავიცვა ბატონი მელაშვილისა და ქალბატონი ილიჩოვას უფლებები”, - განაცხადა სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს