სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო კლინიკა „თბილისი სითი მედიკალში" არსებულ მდგომარეობას ამოწმებს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო კლინიკა „თბილისი სითი მედიკალში" იმყოფება და სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას ამ წუთებში ამოწმებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რეგულირების სააგენტო კლინიკაში მას შემდეგ შევიდა, რაც მედიაში სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებული ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდა.

მათივე ცნობით, მონიტორინგის შედეგად სააგენტო დაადგენს, რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

ამასთან, უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ "თბილისი სითი მედიკალი“ კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესშია ჩართული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო