ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთის მიერ  წიწიბურის საზღვარგარეთ ექსპორტის დროებითი შეჩერება, საქართველოს ბაზარზე არ აისახება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან წიწიბურის

საზღვარგარეთ ექსპორტის დროებითი შეჩერება ჩვენი ქვეყნის ბაზარზე არ აისახება.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, თუკი დანაკლისი შეიქმნა ის ძალიან მარტივად ჩანაცვლდება, მაგრამ დღეს ასეთი დანაკლისი არ არსებობს.

,,რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ რუსეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს თავისუფალი ვაჭრობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, თუმცა, როგორ ჩანს, ამას თავისი შიდა მიზეზები აქვს. ჩვენს ბაზარზე ეს არ აისახება, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიოს 2/3 ბაზრებთან, შესაბამისად ძალიან მარტივად ჩანაცვლდება ეს დანაკლისი თუკი შეიქმნება, მაგრამ დღეს ეს დანაკლისი არ არის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა. მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება. დოკუმენტის თანახმად, გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა