კახა კუჭავა ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან პირველი შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა პარლამენტის თავმჯდომარის სამომავლო გეგმები განიხილეს და კარლ ჰარცელმა კახა კუჭავას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ელჩმა კახა კუჭავას თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მომზადებულ დოკუმენტს და მის იმპლემენტაციას, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იგი პირადად გაუწევს მონიტორინგს, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტები დროულად და სრულფასოვნად შესრულდეს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

უწყების ინფორმაციით, კახა კუჭავას თქმით, მას ევროკავშირის წარმომადგენლობასთან წლების განმავლობაში აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს, რის შედეგადაც, მრავალი საინტერესო პროექტი განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო