დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარება და თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანა არის უაღრესად პრიორიტეტული ორივე ქვეყნისთვის და სწორედ ამას ემსახურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი აზერბაიჯანში.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე რეგიონის განვითარებისთვის აუციელებელ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩართულობის საკითხები, საუბარი ასევე შეეხო აღნიშნული გეოსტრატეგიული პროექტების უკეთ გამოყენების და პოზიციონირების მიზნით ორი ქვეყნის კოორდინირებულ ქმედებებს.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა პანდემიის პირობებში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას და ასევე პოსტპანდემიურ პერიოდში აქტიური ეკონომიკური ურთიერთიბების განახლების შესაძლებლობას, მათ შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

„მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხები და შესაბამისი კომისიის მუშაობის განახლების შესაძლებლობა, რომელიც პანდემიის გამო შეფერხდა. მინისტრებმა გამოხატეს მზაობა და სურვილი კომისიის მოკლე დროში შეკრების შესახებ და გამოთქვეს იმედი კომისიის ფარგლებში საკითხის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების და ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გადაჭრის თაობაზე. მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებულ თანამშრომლობას სხვადასხვა საერთაშორისო თუ რეგიონალურ ფორმატებში და ამ მხრივ ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატის ეფექტიანობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა