დავით ჭიჭინაძე - ვაშაძე მუდმივად „ტროას ცხენი” იყო - გამარჯვებად ასაღებს იმას, რაც დღეს მივიღეთ, ადამიანის ციხეში გამოკეტვას

ვაშაძე მუდმივად „ტროას ცხენი“ იყო - გამარჯვებად ასაღებს იმას, რაც დღეს მივიღეთ, ადამიანის ციხეში გამოკეტვას , - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რატომ უწოდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს მასხარა.

ჭიჭინაძეს თქმით, პარლამენტში შესული ოპოზიცია და მათ შორის ვაშაძე იმაში ძვრება რაც არ არის.

„ადამიანი, რომელიც გამარჯვებად ასაღებს იმას, რაც ჩვენ მივიღეთ, ადამიანის ციხეში გამოკეტვას და მერე იქ მჯდომ ადამიანს კიდევ რაღაც პირობებს უყენებს, რომ მესამე ძალას აყალიბებს, რა მესამე ძალაზეა ლაპარაკი?! კაციშვილი არ ელაპარაკებოდა. ეუბნებოდნენ, რომ რაც არის ეს არისო. ელჩების გამონათქვამი გავახსენო: რა მოხდა იმისთანაო, რაც ჯერ ამ ქვეყანაში არ მომხდარაო. მასხარები არიან რა! იმაში ძვრებიან რაც არ არიან! ჯერ ისაა სამარცხვინო 53 ბიტკოინზე, რომ იძახის 2013 წელში ვიყიდეო, არც ერთ დეკლარაციაში არ უწერია. 2013 წელში დარწმუნებული ვარ, ბიტკოინის არსებობაც არ იცოდა, როგორც იუსტიციის სახლს ითვისებს. ვაშაძე მუდმივად ტროას ცხენი იყო! ბიოგრაფიაში ჩაიხედეთ მისაში საპასპორტოს უფროსი იყო, 100 დოლარიანებსა და 100 ლარიანებს იღებდა, რომ პასპორტები გაეკეთებინა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

"ტრიბუნას" ლიდერმა, ასევე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში "ქართულ ოცნებასა" და ირაკლი კობახიძის როლზე ისაუბრა.

ჭიჭინაძის თქმით, კობახიძის გადაწყვეტილებებში არ შეიძლება ლოგიკა ეძებო, რადგან უპირო, ცბიერი და მატყუარაა, ხოლო „პატარა კაცობით“ ქვეყანაში არსებული დიდი პრობლემების გადაფარვას ცდილობს.

„ვინც „ქართული ოცნებისა“ და კობახიძის გადაწყვეტილებებში ლოგიკას ეძებს, ის უშვებს შეცდომას, არ შეიძლება იქ ეძებო ლოგიკა, სადაც არ არსებობს. ეძებო ადამიანთან, რომელიც უპირო, ცბიერი და მატყუარა! კობახიძე ცდილობს, პოლიტიკა პატარა ფაქტორებამდე დაიყვანოს. „პატარა კაცობით“ ცდილობს, დიდი პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, წვრილმანი პრობლემებით გადაფაროს. მთელი უბედურება ისაა, რომ ოპოზიცია ამაში ჩაჰყვა. ამ ხელშეკრულებაზე პასუხისმგებელი მიშელია. ოპოზიციას შეუძლია საწყის ეტაპს დაუბრუნდეს და ეს უკვე მიშელის პრობლემა იქნება! პარლამენტში თუ იჯდებიან და მელიას შეურაცხმყოფელ განცხადებებს გააკეთებენ, რომ იმას დათანხმდეს, ამას დათანხმდეს თავად ჩაჯდნენ ციხეში და იქიდან უკარნახონ ერთი, რაზეა დასათანხმებელი", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის „გადამგდების“ როლშია და ეს ოპოზიციამ იცოდა.

„ქართული ოცნება“ ყოველთვის „გადამგდების“ როლშია და ეს ოპოზიციამ იცოდა. მაინც დათანხმდა. ოღონდ პარლამენტში შესულიყვნენ მელია საერთოდ არ ადარდებდათ“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა