სხვადასხვა სამუშაოს გამო, 7 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 7 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„გლდანის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის II, IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხერგიანის, მამკოდის და დემნა შენგელაიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის „ა“, I, II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), თიანეთის, ქერჩის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ილია ვეკუას, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, წყალსადენის, ფეიქართა, შეშელიძის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის და ნუგზარ საჯაიას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის (ნაწილობრივ), რაფიელ აგლაძის და წყალტუბოს ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კარტოზიას ქუჩის(ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბუსელიძე-ტბელის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას“,-აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო