ხათუნა ზახაშვილი ჩინური ვაქცინით, „სინოფარმით“ აიცრება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი,,სინოფარმის“ ვაქცინით ვაქცინაციას ჩაიტარებს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვაქცინას ზახაშვილი 10:10 საათზე გაიკეთებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორამციით, საქართველო სულ უფრო აფართოებს COVID-19-ის ვაქცინაციას. იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 2021 წლის 4 მაისიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინებს დაემატა COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell) ვაქცინა - სინოფარმი (მწარმოებელი Sinopharm, ჩინეთი).

„COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell) ვაქცინა (სინოფარმი) აღიარებულია და გამოიყენება 45-მდე ქვეყანაში, სადაც 200 მილიონზე მეტი დოზაა უკვე ადმინისტრირებული.

საქართველოში COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell- სინოფარმი) ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 5 -24 მაისის პერიოდისთვის უკვე დარეგისტრირდა 20 987 მოქალაქე. 4-5 მაისს სულ აიცრა 2278 მოქალაქე.

ამ ეტაპზე COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell-სინოფარმი) ვაქცინაცია მიმდინარეობს იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 77 დაწესებულებაში, 80 ამცრელი ბრიგადით და დაგემილია აცრის წერტილების ეტაპობრივი გაფართოება.

დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (მწარმოებლები: ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს