ხათუნა სამნიძე - არ ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი სია უნდა არსებობდეს, ან ერთადერთი კანდიდატი

ამ ხელშეკრულებაში ამნისტიის თემა ჩაიწერა სწორედ იმისთვის, რომ გათავისუფლდეს ნიკა მელია და მოეხსნას ის ბრალდება, რომელიც მის წინააღდეგ არის წარდგენილი , - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ხატია სამნიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში დაკონკრეტებული არ არის მუხლები და უამრავ შეკითხვას აჩენს. ამასთან, „ქართული ოცნება“ ისევ არ აფასებს ვითარებას ადეკვატურად, ვერ ხედავს, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა არის ნიკა მელიას გათავისუფლება და ორიენტირებულია, რომ ავნოს ოპოზიციას.

„ქართული ოცნების“ ვერსია არის ისეთი ვერსია, რომელზეც ორმხრივი შეხვედრების დროს მათი მხრიდან იყო საუბარი. ეს არის ფართო ამნისტიის თემა, სადაც დაკონკრეტებული არ არის მუხლები და უამრავ შეკითხვას, ან ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებს. ამის გამო ოპოზიცია არ დაეთანხმება ამ ვერსიას. გარდა ამისა, ამ კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი, რომელზეც არცერთ წინა შეხვედრაზე არ იყო საუბარი, ეს არის ნებართვის და თანხმობის საკითხი. სტანდარტი არის, რომ თითოეულ წევრს, რომელსაც ეხება ამნისტია აქვს უფლება გაასაჩივროს, უარი თქვას ამნისტიაზე და ასეთი პრეცენდენტები არსებობს, ამ ჩანაწერების ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ წინასწარი თანხმობის მექანიზმის ჩადოს, ეს არის ხელშეკრულების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ ისევ არ აფასებს ვითარებას ადეკვატურად, ვერ ხედავს, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა არის ნიკა მელიას გათავისუფლება და ორიენტირებულია, რომ ავნოს ოპოზიციას“, - აღნიშნა ხატია სამნიძემ.

,,რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვასაც უპასუხა. მისი შეფასებით, ოპოზიციის სია ერთიანი არ უნდა იყოს და არც ერთადერთი კანდიდატი არ უნდა ჰყავდეთ.

,,თვითმმართველობის არჩევნები პირდაპირი პლებისციტია იმასთან დაკავშირებით, მივიღებთ თუ არა, რიგგარეშე არჩევნებს. აუცილებელია, რომ ყველა ოპოზიციური ძალა კოორდინირებულ რეჟიმში გეგმავდეს, რა და როგორ უნდა მოხდეს თვითმმართველობის არჩევნების დროს. ამიტომ, ჩემი პოზიციაა, რომ პირველ რიგში უნდა დაველოდოთ ნიკა მელიას გათავისუფლებას, ამის შემდეგ ყველა ოპოზიციური პარტია უნდა დავსხდეთ და დაპირისპირების მიუხედავად ვისაუბროთ როგორ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებზე. არ ვფიქრობ, რომ ერთიანი სია უნდა არსებობდეს, ან ერთადერთი კანდიდატი, პირიქით ახლა მრავალფეროვნებაა გამოსავალი, მაგრამ კოორდინაცია მნიშვნელოვანია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღოს 43% და მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა სამნიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს