ბადრი ჯაფარიძე - როგორც კი პარლამენტში მუშაობა განახლდება, ჩვენ მიერ ინიცირებული იქნება საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტში საარჩევნო კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენენ.

ჯაფარიძის განმარტებით, მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების ნაწილსაც შეეხება.

„მომზადებული გვაქვს, კანონპროექტი საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით. ახლა გამოცხადდა არდადეგები საკმაოდ ხანგრძლივი, პარლამენტი არ მუშაობს. შესაბამისად, ჩვენ ვერაფრის ინიცირებას ვერ მოვახერხებთ, მაგრამ როგორც კი განახლდება მუშაობა, ჩვენ მიერ ინიცირებული იქნება საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები. ასევე, რაც არის გათვალისწინებული დოკუმენტით ყველა ის კანონპროექტი, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია. იქნება დამატებითი კანონპროექტები, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ასახავს შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ცვლილებებს. ეს არის ძალიან ბევრი ცვლილება, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების ნაწილში. ჩვენ შევეცდებით შეჯერებას ოპოზიციურ ფლანგზე საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის. დაგეგმილი გვაქვს, ჩვენს კოლეგებთან ერთად განხილვა ჩვენი კანონპროექტის და მათი კანონპროექტის. ამის შემდეგ შევჯერდებით საერთო კანონპროექტზე, რომლის ინიცირებას მოვახდენთ“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა