დავით ზალკალიანი - განხილული თემები და სულისკვეთება, რომელიც მოლაპარაკების პროცესში იყო პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის, იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება

ძალიან სასარგებლო, ნაყოფიერი და რაც მთავარია, უარესად დროული ვიზიტი იყო. განხილული თემები და სულისკვეთება, რომელიც იყო ამ მოლაპარაკების პროცესში განსაკუთრებით უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის, მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში და ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად კიდევ ახალ იმპულსს შეიძენს , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

“პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გახლავთ პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი მას შემდეგ, რაც იგი დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. თავად ის ფაქტი, რომ მან ეს ვიზიტი განახორციელა, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავებას როგორც ორმხრივ კონტექსტში, ისე მრავალმხრივი მიმართულებით.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძალიან ბევრი შეხების წერტილი არსებობს, მათ შორის ჩვენი საერთო ინტერესები როგორც რეგიონში მიმდინარე სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, ასევე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი იყო ყველა ამ თემაზე უმაღლეს დონეზე საუბრები პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის, რადგან ჩვენ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს, ძალიან გვჭირდება ინფორმაციის გაცვლა, ასევე პოზიციების შეჯერება, კოორდინირება და ამ თვალსაზრისითაც

ეს ვიზიტი იყო მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი.

აღინიშნა, რომ ორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობებში არსებითია პოზიტიური დინამიკის გაგრძელება, რისთვისაც არის მზაობა და პოლიტიკური ნება ორივე მხრიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობას.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს როგორც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ასევე ენერგეტიკული პროექტები და ამ მხრივ, მართლაც იდეალური თანამშრომლობა გვაქვს და ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ეს თანამშრომლობა ამ ვიზიტის შედეგად, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება და მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს შეიძენს.

რა თქმა უნდა, საუბარი იყო იმაზე, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით უამრავი შესაძლებლობები არსებობს. გლობალური პანდემიის მიუხედავად არის მზაობა როგორც აზერბაიჯანული მხრიდან, ისე ჩვენი მხრიდან, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაიზარდოს ეკონომიკური სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის. ორ ქვეყანა აქვს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი ტურიზმის მიმართულებით. აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოში პანდემიამდე ტურისტების რაოდენობა იყო რეკორდულად მაღალი და ჩვენი სურვილია, რომ ეს მიმართულება ისევ იმ დონეზე დარჩეს, კიდევ უფრო განვითარდეს და გაღრმავდეს.

ვისაუბრეთ მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზეც, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ვთანამშრომლობთ ისეთი ორგანიზაციის ფორმატში, როგორიც არის სუამი, სადაც წელს საქართველო არის თავმჯდომარე ქვეყანა და ბუნებრივია ამ ორგანიზაციის ფარგლებშიც არის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის გამოყენებაც იქნება ხელსაყრელი, როგორც ორმხრივ კონტექსტში ისე მრავალმხრივ კონტექსტში და ყველა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნისთვის.

რომ შევაჯამოთ, ძალიან სასარგებლო, ნაყოფიერი და რაც მთავარია უაღრესად დროული ვიზიტი იყო. განხილული თემები და სულისკვეთება, რომელიც იყო ამ მოლაპარაკების პროცესში განსაკუთრებით უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის, მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში და ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად კიდევ ახალ იმპულსს შეიძენს”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა