ზაალ უდუმაშვილი - ნიკა მელიასთან „დაჯახება“ „ქართული ოცნებიდან“ არცერთ კანდიდატს არ სურს - მათთვის მელიას ციხეში ყოფნა არჩევნებზე იოლი გასეირნება იქნება

თუ ვინმე იქნება, თბილისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ერთ-ერთი ფავორიტი იქნება ნიკა მელია. ბუნებრივია, ნიკა მელიასთან „დაჯახება“ არცერთ კანდიდატს, არ სურს „ქართული ოცნებიდან“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც უდუმაშვილი განმარტავს, ხელისუფლებისთვის ნიკა მელიას ციხეში ყოფნა, არჩევნებზე იოლი გასეირნება იქნება.

„ამნისტიის შესახებ კანონში გაჩნდა ისეთი ჩანაწერი, რომლიც პრაქტიკულად ნიკა მელიას ტოვებს ციხეში და დანარჩენს ყველას, ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ნიკა მელია არ არის თანახმა ამ ფორმით ამნისტიის მიღების. შესაბმისად ამის გამო, შესაძლოა ნიკა მელია დარჩეს ციხეში. პირდაპირ წერია თუ არ ეთანხმება ის ადამიანი ამნისტიას, მასზე არ გავრცელდება. ეს არია მზაკვრული იდეა, რომელიც ჩაიწერა. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რაც შეიძლება დიდხანს იყოს ნიკა მელია პატიმრობაში. ამასაც თავის ახსნა აქვს, რატომ უნდა იყოს ნიკა მელია „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ დიდი ხანი პატიმარი. იმიტომ რომ, ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და ბუნებრივია, თუ ვინმე იქნება თბილისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ერთ-ერთი ფავორიტი იქნება ნიკა მელია. ბუნებრივია, ნიკა მელიასთან „დაჯახება“ არც ერთ კანდიდატს არ სურს „ქართული ოცნებიდან“. ბუნებრივია, ამ პერიოდში ნიკა მელიას ციხეში ყოფნა იქნება მათთვის იოლი გასეირნება არჩევნებზე. მათ ინტერესში შედის ახლა ნიკა მელია დიდხანს იყოს პატიმრობაში. მედიატორები გამადიდებელი შუშით აკვირდებიან, რა სახის კანონები დარეგისტრირდა პარლამენტში. შეთანხმებაში ამნისტია იმიტომ ჩაიწერა, რომ ნიკა მელია გათავისუფლებულიყო პატიმრობიდან, მაგრამ ყველა თავისუფლდება ნიკა მელიას გარდა. ბუნებრივია, ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებენ. არ გამოვრიცხავ გირაოს თემასაც. ეს გირაოც „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების თემა არის“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა