საქართველოში „ასტრაზენეკას“ კიდევ 43 000 დოზა შემოვიდა

საქართველოში „ასტრაზენეკას“ კიდევ 43 ათასი დოზა შემოვიდა. სპეციალური რეისი თბილისში დილით შესრულდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ასტრაზენეკას" ახალი დოზები განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამავე ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. ამასთანავე, გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ათვისების მხრივ პრობლემა არ შეიქმნება.

ინფორმაციისთვის, "ასტრაზენეკას" ვაქცინის მეორე დოზით იმუნიზაციაზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო.

იხილეთ ვიდეო:საქართველოში "ასტრაზენეკას" კიდევ 43 000 დოზა შემოვიდა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა