ხათუნა ზახაშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

„კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე გადის ის გზა, რომელიც პანდემიის დამარცხებამდე მიგვიყვანს და ჩვენს ქვეყანას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენთვის ეს დაძლევადი საკითხია, შეიძლება ყველანი ერთიანად მოვბილიზდეთ, ყველამ მივიღოთ ჩვენთვის განკუთვნილი ვაქცინა და ამით ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა. ყველაზე ცუდი სცენარით ალბათ, რამდენიმე ასეულით კიდევ შეიძლება მოიმატოს ყოველღიური შემთხვევების რაოდენობამ, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ყოველდღიურად ჩვენს ქმედებაზე. ჩვენი ქმედება უპირველეს ყოვლისა, არის ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, სივრცეების ხშირი განიავება და ა.შ", - განაცხადა ზახაშვილმა.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 4 მაისიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში „ასტრაზენეკას“ და ფაიზერის ვაქცინებს დაემატა COVID-19 ინაქტივირებული ვაქცინა - „სინოფარმი“, რომლის მწარმოებელია ჩინეთი.

COVID-19 ინაქტივირებული ვაქცინა „სინოფარმი“ აღიარებულია და გამოიყენება 45-მდე ქვეყანაში, სადაც 200 მილიონზე მეტი დოზაა უკვე ადმინისტრირებული.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში COVID-19-ით ინაქტივირებული „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 5 -24 მაისის პერიოდისთვის უკვე დარეგისტრირდა 20 987 მოქალაქე. 4-5 მაისს სულ აიცრა 2278 მოქალაქე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს