ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენა რეგისტრირებული არ არის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენა რეგისტრირებული არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვაქცინირებული პირები, ამცრელ უბნებზე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

" ჯერჯერობით, ჩვენთან ინფორმაცია "სინოფარმთან" დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ რეგისტრირებული არ არის. ხედავთ, ეს ადამიანები გარკვეული დროით მეთვალყურეობის ქვეშ არიან, სტანდარტულად აქცევენ ყურადღებას ექიმები, რომლებიც ყველა ამცრელ უბანზე არიან. ვნახოთ, ესეც ვაქცინაა, შესაძლოა, ჰქონდეს გვერდით მოვლენა, თუმცა, ასეთი ტიპის მომსახურება, რომელიც ქვეყანში აწყობილი გვაქვს, მაქსიმალურად გამორიცხავს რაიმე მძიმე გართულებებს, რომელზეც რეაგირება დაგვიანდება”, - აცხადებს ზახაშვილი.

იხილეთ ვიდეო:ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით ქვეყანაში "სინოფარმის" ვაქცინასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენა რეგისტრირებული არ არის

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს