მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს, თუმცა არა კატასტროფულად

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს, თუმცა არა კატასტროფულად.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმისთვის, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლების პიკი არ იყოს, აუცილებელია საზოგადოებამ წესები დაიცვას.

„ჩვენ ვიცით, რომ ტესტების რაოდენობას უკავშირდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. 500-600 ძირითადად დასვენების დღეებში არის.

მატების ტენდენცია არის, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებლები არ არის. იმისთვის, რომ არ ვილაპარაკოთ პიკზე, ტესტირებასთნ ერთად გამოვლენის მატებაზე, ამისთვის აუცილებელია წესების დაცვა. ამაზე უნდა გვქონდეს აქცენტი“, - აცხადებს ეზუგბაია.

მან იმუნიზაციაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მედიკოსები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში.

„ჩემი კლინიკის მონაცემების საფუძველზე, სამედიცინო პერსონალში ავადობის მაჩვენებელი მაღალი იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი სამედიცინო პერსონალი იყო ინფიცირებული, მათთან არ არის გასული 4-თვიანი სავალდებულო პერიოდი, რომლის შემდეგ შესაძლებელია აცრის ჩატარება. მე იმედი მაქვს, სამედიცინო პირები გააცნობიერებენ მოქალაქეობრივ ვალს და ამ პერიოდის გავლის შემდეგ ჩაიტარებენ ვაქცინაციას“, - აცხადებს ეზუგბაია.

იხილეთ ვიდეო:მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს, თუმცა არა კატასტროფულად

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს