ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი შემოდგომაზე გაიხსნება

„რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი წელს შემოდგომაზე გაიხსნება. ეს არის პირველი შედეგი იმ გარდამტეხი ფაზისა, რომელიც ამჟამად გვაქვს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 70-80 % აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს. ამჟამად უკვე გაჭრილია 6 გვირაბი და მიმდინარეობს მათი მოპირკეთების სამუშაოები, ხიდებზე კი, დაწყებულია გამაერთიანებელი ფილებით მონოლითური კონსტრუქციის მოწყობის პროცესი, რის შემდეგაც გზის საფარი დაიგება.

„ზოგადად, რიკოთის მონაკვეთი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობისას, ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ჩქაროსნული მაგისტრალის შარშან გახსნილ 70 კმ-იან მონაკვეთს, რომელმაც თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო 1 საათით დაზოგა, წელს დაემატება რიკოთის ერთი მონაკვეთი. ეს კიდევ უფრო დააჩქარებს გადაადგილებას, რა თქმა უნდა, საგზაო უსაფრთხოების სრული დაცვით,“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაო დაათვალიერა. ამ მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული 20 გვირაბიდან სამუშაო მიმდინარეობს 18 გვირაბზე და გაჭრილია 2 გვირაბი, ხოლო 37 ხიდიდან სამუშაო 27 ხიდზეა დაწყებული, საიდანაც 4 ხიდზე უკვე დასრულდა მალის ნაშენისათვის რკინა-ბეტონის კოჭების დამზადება და მონტაჟი.

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო