რიონის ხეობაში გაუჩინარებული 27 წლის მამაკაცის ადვოკატი, ნიკა ანთაძის მიერ გაგზავნილ ბოლო მესიჯს ასაჯაროებს

რიონის ხეობაში გაუჩინარებული 27 წლის ნიკა ანთაძის ადვოკატი, გიორგი ჭოჭუა ანთაძის მიერ გაგზავნილ ბოლო მესიჯს ასაჯაროებს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ანთაძემ მესიჯი „მესენჯერში“ გაგზავნა, „სადაც მისთვის საჭირო ინფორმაციას იმახსოვრებდა ხოლმე“.

ადვოკატის განმარტებით, ნიკა ანთიძემ სწორედ ამ სმს შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დატოვა მდინარესთან ტელეფონი.

რაც შეეხება მესიჯს, ნიკა ანთაძის მიერ გაგზავნილი ბოლო შეტყობინება ასეთი შინაარსისაა:

„ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეს არავის ბრალია, ეს უფლის ნებაა. მა, არ ინერვიულო, სიგიჟემდე მიყვარხარ და იქითა ცხოვრებაში გნახავ. მთელ ჩემ სანათესაოს, საახლობლოს, სანაცნობოს ვეფერები დიდი სიყვარულით. ცოტა გავითიშე, მარტო ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მე ქრისტიანი კაცი ვარ. მთავრობას სირცხვილი. გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს“, - წერს ნიკა ანთიძე.

„როგორც გავერკვიეთ, ნიკა ანთიძე „ნამოხვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის აქტიური მონაწილე იყო, ხოლო რიონის ხეობაში ჩავიდა დატრიალებულ ტრაგედიამდე ორი დღით ადრე. მან და მისმა მეგობრებმა რიონის ხეობაში შეღწევა და პოლიციის საგუშაგოს გასვლა მოახერხეს იმ მოტივით, თითქოს ლეჩხუმში მეგობრის დაბადების დღეზე მიდიოდნენ და მათ ამ აქციის შესახებ არაფერი იცოდნენ. მართლაც გაფრთხილებული ჰყავდათ ლეჩხუმში მცხოვრები პირი, რომ თუ პოლიცია გადაამოწმებდა, იგივე პასუხი გაეცა. ნიკოლოზს დედა გარდაცვლილი ჰყავს, მამა აშშ-ი ცხოვრობს. მისი ამერიკაში წასვლა ნამდვილად იყო მომავლის გეგმა, მაგრამ ამერიკის ვიზას რაც შეეხება, ნამდვილად არ გააჩნდა, რაზეც გავრცელდა მოსაზრებები. ასევე, მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტრაგიკული შემთხვევის დროს ის თითქოს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან შევისწავლეთ შემთხვევის ადგილი, აქციის მონაწილეების, ორგანიზატორებისა და კარვებში მყოფი პირთა ცხოვრების წესი, ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ კარვების ტერიტორიაზე არათუ ალკოჰოლი, არამედ თამბაქოს მოხმარებაც კი, აკრძალულია. ასევე, გავესაუბრეთ პირებს, ვინც შეესწრნენ აღნიშნულ ფაქტს და მოსაზრება, რომ ის იყო მოცურავე, თითქოს მდინარე რიონი გადაცურა და მეორე ნაპირზე გავიდა, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ის არასდროს ყოფილა დაკავებული აღნიშნული სპორტის სახეობით. თვითმხილველებმა ნახეს ბოლო წამებში შუა მდინარეში როგორ მიცურავდა და გაუჩინარდა“, - აცხადებს გიორგი ჭოჭუა.

მისივე განმარტებით, გაუჩინარებული ნიკა ანთიძის ოჯახი საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს თხოვნით მიმართავს, მათი ოჯახის მძიმე ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური ნიშნით. ასევე,ოჯახი მადლობას უხდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის და თხოვნით მიმართავს, რომ სამძებრო სამუშაოები აქტიურად განაგრძონ.

იხილეთ ვიდეო:რიონის ხეობაში გაუჩინარებული 27 წლის მამაკაცის ადვოკატი, ნიკა ანთაძის მიერ გაგზავნილ ბოლო მესიჯს ასაჯაროებს

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო
PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს
მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის