„ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულში, ქართული სკოლა-ბაღი მომავალი გაიხსნა

„ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულში, ქართული სკოლა - ბაღი მომავალი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული სკოლა 3,000 კვ. მ.-მდეა და 500 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 1 მილიონ ლარამდე შეადგინა. აღნიშნული თანხით განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მიკროავტობუსის შეძენა, აუზის მშენებლობა და სხვა სამშენებლო სამუშაოები.

„განათლების ხელშეწყობა, გლობალურად, „ვითიბი“ ჯგუფისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, სკოლა მომავალთან თანამშრომლობით, ხელი შევუწყოთ ქვეყნის მასშტაბით განათლებას და ეკონომიკის განვითარებას. მსგავსი თანამშრომლობა, ხელს უწყობს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც არანაკლებ პრიორიტეტულია ბიზნესის წარმატებისთვის“, - განაცხადა “ვითიბი ბანკის” მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არჩილ ჩაჩხიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა