ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, წლის განმავლობაში ხელშესახები იქნება ყველა ის სარგებელი, რაც პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში განხორციელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში ხელშესახები იქნება ყველა ის სარგებელი, რაც პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში განხორციელდება.

როგორც ქარსელაძემ პროგრამის ფარგლებში ამბროლაურში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მუნიციპალიტეტებიდან ისმენენ ინიციატივებს იმ შესაძლო არეალთან და პროექტებთან მიმართებით, რომლის განხორციელებაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდება.

„საინტერესოდ მიმდინარეობს მსჯელობა. საინტერესო არეალია წარმოდგენილი, რომლებიც უკავშირდება როგორც რეკრეაციულ, ასევე ფუნქციური სივრცეების მოწყობას, ასევე, ახალი ელემენტების გაჩენას მუნიციპალიტეტის რეალობაში, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, ვიზიტორებისთვის. იმ დიდ პოტენციალს, რომელსაც ეს მხარე ატარებს, არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მიეცემა შემდგომი განვთარებისთვის. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც რეგიონში ხორციელდება და რომლებიც მნიშვნელოვან მუხტს მისცემს საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ გზას. ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ონის სტიქიის შემდეგ დაიწყო, აქტიურ ფაზაშია შესული. რეალურად მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე ხელშესახები იქნება ყველა ის სარგებელი, რომელიც პროგრამის განხორციელების შედეგად სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში შესაბამისი მხარისთვის იქნება წარმოდგენილი”,- განაცხადა ქარსელაძემ.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა