ანდრია ჯაღმაიძე - გარეჯთან მომხდარი ინციდენტი უსიამოვნო იყო, ერთი მხრივ, სასულიერო პირი საეკლესიო ქცევის ნორმებში უნდა დარჩეს და მეორე მხრივ, გარემოება ერთმნიშვნელოვნად პროვოკაცია იყო

„დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტი ძალიან უსიამოვნო იყო“ , - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილის ქმედება იმ ადგილზე, სადაც სავარაუდოდ დანაშაული აქვს ჩადენილი ერთმნიშვნელოვნად, როგორც პროვოკაცია ისე აღიქმება. თუმცა მეორე მხრივ, სასულიერო პირი საეკლესიო ქცევის ნორმებში უნდა დარჩეს.

"დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტი ძალიან უსიამოვნო იყო. თუმცა ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ, სასულიერო პირი საეკლესიო ქცევის ნორმებში უნდა დარჩეს, მიუხედავად გარემოებებისა და მეორე მხრივ, გარემოება ერთმნიშვნელოვნად პროვოკაცია იყო. ივერი მელაშვილი ბრალდებული, გირაოთი გამოსულია, სავარაუდოდ, იმ პირობით რომ მოწმეებზე ზეგავლენის მცდელობა არ ექნება. ამიტომ იმ ადგილზე, სადაც სავარაუდოდ, დანაშაული აქვს ჩადენილი, ერთმნიშვნელოვნად აღიქმება, როგორც პროვოკაცია. შეიძლება, თავად ივერი მელაშვილი არ გეგმავდა იქ ჩასვლას და „მთავარი არხის“ დაგეგმილი იყოს", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები, რომლებიც დავით-გარეჯში „მთავრი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და მას თავს დაესხნენ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა