ალეკო ელისაშვილი - ამნისტიასთან დაკავშირებით ორივე მხარე უჩხიკინებს, რაღაცების ცალ-ცალკე წერა ძალიან არასერიოზულია

ამნისტიასთან დაკავშირებით ორივე მხარე უჩხიკინებს - "ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიციის ნაწილი ნიკა მელიასთვის სახის შენარჩუნებას ცდილობს, "ქართული ოცნების" სურვილია, ამნისტია რაც შეიძლება მეტ პოლიციელზე გავრცელდეს, ხოლო მელია რაც შეიძლება მეტად დააკნინონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიაზე ამდენი ლაპარაკი ძალიან არასერიოზულია.

"ამნისტიის შესახებ ცალ-ცალკე კანონპროექტების დარეგისტრირება იმას ნიშნავს, რომ ვერც "ქართული ოცნება" და ვერც ოპოზიციის ნაწილი იმ სულისკვეთებას ვერ ხვდება, რაზეც შევთანხმდით. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთ, საერთო ამნისტიის კანონს დავუჭერდით მხარს. არ შევთანხმებულვართ იმაზე, რომ ყველა თავთავის ვერსიას გააკეთებდა. რაღაცეების ცალ-ცალკე წერა ძალიან არასერიოზულია, მით უფრო, რომ ამ კანონპროექტებს შორის დიდი, რადიკალური სხვაობა არ არის. ჩვენ ორ მთავარ პრინციპზე შევთანხმდით, რომ ამნისტია ორივე მხარეზე თანაბრად გავრცელდებოდა და არ გავრცელდებოდა დამსახიჩრებლებზე. სხვა რა გვინდა ამ ამნისტიისგან - ქვეყანა ააყვავოს თუ სამუშაო ადგილები შექმნას ამნისტიამ?! ნუ ვართულებთ, ნუ ვხლართავთ და სერიოზულად იმ სერიოზულ საკითხებზე ვიმსჯელოთ, რაც დღეს ქვეყანას აწუხებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო