ეკატერინე ტიკარაძე - ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ტიკარაძე განმარტავს, მნიშვნელოვანია შემცირდეს ინფექციის გავრცელება, რათა მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა შეძლონ.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის. სწორედ ამიტომ, მე აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია პრევენცია, ვინაიდან კოვიდინფექციის ლეტალობის მაჩვენებლი მსოფლიოს მასშტაბით 1-2%-ს წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, ეს საგანგაშო მაჩვენებელია. მიზანია, რომ მოხდეს ინფექციის ნაკლები გავრცელება იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და გადავარჩინოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე",- აცხადებს ტიკარაძე.

იხილეთ ვიდეო:ეკატერინე ტიკარაძე - ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს